Saturday, July 17, 2010

,,ჩემი სკოლა და თანამედროვე ფასეულობები“

პროექტის სახელი: ,,ჩემი სკოლა და თანამედროვე ფასეულობები“

პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად იკვლევენ საკუთარი სკოლის შესაძლებლობებს და თანამედროვე ფასეულობებს ადარებენ, ქმნიან ინტერესთა კლუბს.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით ეცნობიან 21–ე საუკუნის მოზღვავებულ სიახლეებს.ეცნობიან ქვეყნის განვითარებას ევროპულისკენ სწრაფვითა და ეროვნული ფასეულობების წინ წამოწევით. ხვდებიან, რომ სკოლას ნაბიჯ–ნაბიჯ ცვლილებების დრო არ აქვს. აუცილებელია სწრაფი ტემპით წინსვლა. აღიარებენ, რომ განათლების სისტემის თანამედროვე იდეალებთან მორგება მათი სკოლისთვისაც ასევე ფასეულია.

მასწავლებლის როლი სკოლის განვითარებისათვის უფრო გაიზარდა.

გადაწყდა, შეიქმნას ინტერესთა კლუბი, რომლის მიზანიცაა მოსწავლეთა აქტიური ჩაბმა პროფესიის ამორჩევაში. ინტერესთა კლუბი ხელს შეუწყობს სასწავლო დისციპლინებისადმი მეტ ინტერესს. ინტერნეტის საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან მათთვის სასურველი პროფესიის სრულ მონაცემებს.

მოსწავლეთა ასაკი: 14–17 წელი.

ვადები: 8–9 (სექტემბერი . . . ივნისი)

პროექტის შესაძლო აქტივობები: შესაბამისი ლიტერატურის მოძებნა, ინტერვიუბების აღება, გამოფენის მოწყობა, სასკოლო კონკურსი, პრეზენტაცია, კომპიუტერული მასალა, მასწავლებლებთან საუბარი, მოსწავლეთა ჩანაწერები, ბლოგის შექმნა.

მოსალოდნელი შედეგები: მოზარდებს თავისუფალი დრო ექნებათ მიზანმიმართული, სკოლა გახდება სიცოცხლისუნარიანი, აქტიური, კონკურენტუნარიანი. პროცესში ჩართული იქნებიან მაღალი კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები.

სკოლის აქტიური მუშაობა დაბალი კლასის ბავშვებისთვისაც იქნება მისაბაძი და სასურველი.

სარგებელი სხვებისთვის: სკოლის მოსწავლე– ახალგაზრდობა და თვით პედაგოგიური კოლექტივიც უკეთესად შეიცნობენ საკუთარ ღირსებებს და ისწავლიან მათ მიზანმიმართულ გამოყენებას ქვეყნის სასარგებლოთ.

სამუშაო ენა. ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის უნარ–ჩვევები, განუვითარდებათ პროფესიული ჩვევა, საკომუნიკაციო უნარები. ჩამოუყალიბდებათ გემოვნება და გაერკვევიან სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებში. მეტ ინტერესს გამოიჩენენ სასწავლო დისციპლინებისადმი.

მონაწილეები სხვა სკოლებიდან: უდის #1–ლი საჯარო სკოლა და არლის საჯარო სკოლა.

პროექტის ფასილიტატორების სახელი: ნუნუ გიქოშვილი, ნინო თათოშვილი

პროექტის ფასილიტატორების ელ–ფოსტა: ngiqoshvil@gmail.com , ninotatoshvili@gmail.com